ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა ევსაქებზე: ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, ვერ გავიგე, რა კენჭისყრა ჰქონდათ

ასაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გაუგებარია, რა კენჭისყრა ჰქონდათ.

“სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ წარდგენილი პარლამენტში. ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე, თუ არ ვცდები, ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე ვერ შემოდიოდა პარლამენტში და ვერ გავიგე, რა კენჭისყრა ჰქონდათ. როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ვინც მიხვდა, რომ დებატებს, დისკუსიას პარლამენტში ალტერნატივა არ აქვს, აგერ არიან წარმოდგენილი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღეს, 18 მაისს ევროპულმა საქართველომ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შევა. ტარიელ ნაკაიძემ კი პარტია დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ წევრად შედის.

იტვირთბა....