ევროპულმა საქართველომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო — პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
“დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს ან დატოვებს პარლამენტს”,- ამბობს ბობოხიძე.
გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს არ გამოიყენებს რაც აქვთ და პარლამენტში არ შევა.