ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაკაიძე პარლამენტში მოხვედრისთვის ევროპულ საქართველოს მადლობას უხდის

ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ევროპული საქართველო დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ წევრად შევიდა იმიტომ, რომ წარმოადგინოს რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპულ საქართველოს, რათა მომეცა საშუალება პარლამენტში მოვხვედრილიყავი. ამ გუნდთან ერთად დიდი გამოცდილება მივიღე. რა თქმა უნდა, ველოდი პოლიტსაბჭოს. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ არ უნდა შევიდეს პარლამენტში, ვემხრობი. თუმცა, ჩემი სპეციფიური ბეგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგემლობით ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მე მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, რელიგიური თუ ეთნიკური, მაძლევს იმ საფუძველს, დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. ეს არის ისტორიული სვლა საქართველოს პარლამენტის რეალობაში და ევროპულ საქართველოს ამ მიმართულბით ექნება საკუთარი ადგილი. შევეცდები წარმოვადგიო ის თემი, რომელიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. აი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის.

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას არ აპირებს და სწორედ ამ საკითხზე გაიყო მათი და ტარიელ ნაკაიძის გზები.

გადაწყვეტილება პარტიაში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ევროპულმა საქართველომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო — პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

“დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს ან დატოვებს პარლამენტს”,- განაცხადა ბობოხიძე.

იტვირთბა....