ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა მთავრობას მწვანე შუქი აუნთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მთავრობის მოვალეობას კვლავ იგივე შემადგენლობა შეასრულებს.

“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას, დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე”. – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი  გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

 

იტვირთბა....