[su_quote]გარკვეულ შემსუბუქებებს ვუკავშირებთ რამდენიმე ფაქტორს. პირველი, როგორც ჩვენი მონაცემებით, ასევე ჯანმრთელობის გაზომვათა პროგნოზირებით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე დავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში არსებული კლების ტენდენცია, როგორც ინფიცირების, ასევე დადებითობის მაჩვენებელი. მეორე, გახლავთ, რომ საოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვაა ღამის კარანტინთან დაკავშირებით. აქ ოქროს შუალედი უნდა მოძებნილიყო, სრული შემსუბუქება დაუშვებელია, მეორეს მხრივ, გათვალისწინება მოსახლეობის განწყობისა[/su_quote]
განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის სათი შეიცვალა და ღამის 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები შაბათ-კვირასაც მიიღებენ სტუმრებს, მაგრამ მხოლოდ ღია სივრცეში.