საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები შაბათ-კვირასაც მიიღებენ სტუმრებს, მაგრამ მხოლოდ ღია სივრცეში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
“მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს უფლება ექნებათ შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ, მხოლოდ ღია სივრცეში”,- ამბობს ღიბრაძე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.