ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე ვასაძეზე: ხვალ, ალბათ, ქუჩაში გამოსულ აგრესიულ ტაბურეტკიანებს შეუერთდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მოძრაობის – ერთობა რაობა იმედი დამფუძნებლის, ლევან ვასაძის მიერ დღეს, 16 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვასაძე ან პატრიოტთა ალიანსთან ერთად დადგება, ან ერთმანეთს შეავიწროვებენ.

როგორც მეტრონომს გოცირიძემ უთხრა, ის, რასაც ვასაძე აქამდე აკეთებდა, მისი მსოფლმხედველობის დემონსტრირებაა.

“ან პატრიოტთა ალიანსთან ერთად დადგება, ან ერთმანეთს შეავიწროვებენ. სიმბოლოები ბევრს ნიშნავს. ოჯახის სიწმინდის დღეს რომ არბევს, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა და ამით რომ ვიღაცებს ებრძვის, ხვალ, ალბათ, ქუჩაში გამოსულ აგრესიულ ტაბურეტკიანებს შეუერთდება. ეს მისი მსოფლმხედველობის დემონსტრირებაა. არასდროს მიადგება ფსოუს საზღვარს და არ იტყვის, სოჭი შემოვიერთოთო”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლევან ვასაძე მოსახლეობასთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, შეხვედრაზე საზოგადოებას პროგრამასა და სამოქამედო გეგმას გააცნობს.

იტვირთბა....