ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. საგარეო უწების ინფორმაციით, ზალკალიანი უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

“ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

კიევში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

იტვირთბა....