ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს

“ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 14 მაისს, 19:00 საათზე (ისრაელის დროით) საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ისრაელში სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ნომრებიდან ერთ-ერთზე გამოაგზავნოთ თქვენი ტელეფონის ნომერი ტექსტით – “შეხვედრა საელჩოსთან”.

შეხვედრის ბმული მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მოცემულ ტელეფონის ნომრებზე დაგეგზავნებათ.

საკონტაქტო ნომრები:

+972 526 91 90 92

+972 528 88 85 13

+972 524 44 03 85 – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე დროს, ისრაელის მხარის განცხადებით, მათ 8 დაღუპული ჰყავთ, მათ შორისაა ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.

ცოტათი ადრე კი ისრაელის უზენაეს სასამართლოში იერუსალიმის აღმოსავლეთში, შეიხ ჯარაჰის რაიონიდან პალესტინელი ოჯახების გასახლების საკითხის მოსმენა იყო ჩანიშნული. მოსმენა გაუქმდა და 30 დღით გადაიდო. იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელები კი ქუჩაში გამოვიდნენ და ამ თემის გაპროტესტება დაიწყეს. შეტაკება მოხდა ალ-აქსას მეჩეთის გარშემო, რომელიც მუსლიმების წმინდა ადგილია და რომელიც, ამავდროულად, ებრაელების წმინდა ადგილადაც მიიჩნევა. ალ-აქსას მეჩეთის ადგილას იყო ებრაელების წმინდა ტაძარი და ისინი ამ ადგილს ტაძრის მთას უწოდებენ. პალესტინის მხარემ რაკეტებით თავდასხმის მიზეზად სწორედ წმინდა ტაძრის ებრაელებისგან დაცვა მოიყვანა.

გაიგე უფრო მეტი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე:

როდის და რატომ დაიწყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

იტვირთბა....