ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის შეცვლა 1კვირის წინ დაიგეგმა, ის კვირიკაშვილის დედის გარდაცვალების ფაქტმა შეაყოვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხი დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაწყდა.  ისიც ერთი კვირის წინ იყო შეთანხმებული, რომ პრემიერის შემცვლელად ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნებოდა.

Business Week Caucasus-ის ინფორმაციით, კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის გადადება, სამწუხარო ფაქტს, მისი დედის გარდაცვალებას უკავშირდება. ამ დროისთვის ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზები არ სახელდება. 18 საათისთვის ის ბრიფინგს გეგმავს, რა დროსაც უნდა გაირკვეს ყველაფერი.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი უკვე 3 წელია მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს. ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს წლების განმავლობაში უძღვებოდა.

 

 

 

 

 

იტვირთბა....