დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას და აპირებს პარლამენტში იმუშაოს როგორც დამოუკიდებელმა, უპარტიო დეპუტატმა.
“რა თქმა უნდა, ვიქნები პარლამენტის ოპოზიცურ ფლანგზე, მაგრამ არ ვიქნები არცერთ ფრაქციაში, ვიმუშავებ როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი. ჩემი გადაწყვეტილბაა, არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი, დავუთმო ეს თანამდებობები კოლეგებს და ვიმუშაო როგორც რიგითმა პარლამენტარმა”, – განაცახდა დავით ბაქარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის.
“პირველი ოპოზიციური ფრაქციაა ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის. სწორედ, ეს ფრაქცია იქნება გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნეს წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარების და სისტემურ დატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს წევრების გარდა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.