ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი, ან შედიხარ [პარლამენტში], ან არ შედიხარ და მორჩა!

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს:

“ქვეყანა ნახევარი წელიწადია დაპაუზებულია. ვის აინტერესებს ან ეკონომიკური გასაჭირი ან პანდემია. ნახევარი წელიწადია ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით. ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, “შევიდეთ თუ არ შევიდეთ”.
უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს კარგად დავინახეთ.

რას ვიზამთ, ახალშობილი სახელმწიფო ვართ, სხვისი დახმარების გარეშე თავისუფლად სიარული რომ ჯერაც არ შეგვიძლია. გაგვიშვებენ ხელს (ამ ხელში ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმება)-მოვიტეხავთ კისერს.

თითქოს მორჩა ერთი ისტორია. შევათანხმდით რაღაცაზე. ისევ უცხოელების მოწოდება და ახალი “ფასილიტაციაა” საჭირო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ?

იმდენი ელექტროენეგია დაიხარჯა ამ ამბის გაშუქებაში, ორი ნამახვანი არ ეყოფოდა. რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს?

არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი. ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა!” – წერს რომან გოცირიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. ჯერჯერთობით, საკანონდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობას. 

იტვირთბა....