aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) ისრაელი ისევ დაიბომბა – გაშვებულია 50 რაკეტა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰამასმა სარაკეტო იერიში განაახლა, პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ შეტევა განახორციელა ისრაელის ქალაქ აშდოდზე, – გაშვებულია 50 რაკეტა. ეს არის ქალაქი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით საპასუხო დარტყმებს განაგრძობს.

სარაკეტო იერიში ღაზა სექტორში მდებარე ქალაქ ჯაბაილზე ხორციელდება. რომელიც თელავივიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახურული სხდომა, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ, პარალელურად არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრა გამართეს და ისრაელის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა უწოდეს.

მას შემდეგ, რაც სამშაბათს ღამით ჰამასმა ქალაქებს, თელ-ავივსა და ბერ-შევას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელის მხარემ საპასუხოდ, ოთხშაბათს, გამთენიისას ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. ისრაელის მხრიდან შეტევას ღაზაში დაღუპულები, მძიმედ დაშავებულები და დანგრეული შენობები მოჰყვა.

ღაზას მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად ქალაქ ლოდში, სადაც ებრაულ-არაბული მოსახლეობა ცხოვრობს, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის დაზვერვის ძირითადი ფიგურები, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი, ჰასამ კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისა მოკლა.

ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შსაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.

ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.

იტვირთბა....