ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის გამწვავებულმა დაპირისპირებამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ორშაბათიდან მოყოლებული ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400 რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ კი ისრაელმა 150 რაკეტა გაუშვა. მათივე ინფორმაციით, ისრაელის მხარეს 2 დაღუპული ჰყავს, ხოლო პალესტინის მხარეს 28.
გამოცემის ინფორმაციით, ჰამასის შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელიც ღაზას აკონტროლებს განაცხადა, რომ ისინი იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის დაცვას ცდილობენ ისრაელის “აგრესიისა და ტერორიზმისგან”.
ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო 10 მაისიდან ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.