ახალი ამბები მთავარი ციტატა

პატრიარქის ნათლულებს, გვარებს, ვეძახი ყველას – ვასაძემ შეკრება დააანონსა

[su_quote]ვისაც ჩემი გულისძახილის არ სჯერა, ნუ მოვა 16 მაისს, კვირა დღეს, სხვას ყველას გეპატიჟებით. ყველას ახლა გეძახით, როგორც ზეიმზე. მე იქ ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას გეძახით ოჯახებით. მით უმეტეს, მეორე დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა და ვერ შევიკრიბებით და მოდი, 16-ში ვიზეიმოთ. ქაშვეთის ეკლესიის უკან, რომ ბაღია, იქ შევიკრიბოთ. ვეძახი ყველას – გვარებს – ჩემი გვარის ჩათვლით, პატრიარქის ნათლულებს – 45 000 ბავშის ოჯახს, ვისაც მობეზრდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მის ნათლიას შეურაცხყოფენ და სახელმწიფო ეკლესიის დასაცავად ვერაფერს აკეთებს, ვეძახი ყველას, ვისაც უნდა დაუდგეს ნამდვილ კაცებსა და ქალებს გვერდით. ვიცი, რა ძნელია ჩვენი ერთობა, მაგრამ ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ერთობა, რომლის მიღწევა შეუძლებელია ჩვენი რაობის გარეშე. როგორ ვაკეთოთ ეს? მხოლოდ იმედით[/su_quote]

განაცხადა ლევან ვასაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლისა და პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. 

იტვირთბა....