ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ერი — ლევან ვასაძე პოლიტიკურ პარტიას აარსებს

პრორუსული განწყობით ცნობილი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე  პოლიტიკურ პარტიას აარსებს სახელით ერი. 

მისი თქმით, ერთი – ეს არის სახელწოდება პარტიის, რომელსაც ვასაძე აფუძნებს. მისი პარტიის ლოზუნგი იქნება – ერთობა, რაობა, იმედი.

“ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა და ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან. ამ დოკუმენტში გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისთვის კიდევ ურო დამაზიანებელი რამ, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა”,- ამბობს ვასაძე.

ვასაძის თქმით, პოლიტიკაში წასვლა დანიელსონის დოკუმენტზე პარტიების ხელმოწერამ გადააწყვეტინა და დანიელსონის დოკუმენტით ქვეყანას სუვერენიტეტი აღარ რჩება, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის.

 

იტვირთბა....