საზოგადოება სამართალი

ნანუკა ჟორჟოლიანი მზადაა 70-ლარიანი ჯარიმა აანაზღაუროს და დეპუტატს ცხვირის ოპერაციაც გაუკეთოს

 

“ნამუსი გააქვთ საერთოდ? ეს ბიჭები რაზე გიზით ციხეში. 70 ლარის გამო? ავანაზღაურებთ მაგ ზარალს, ბონუსად ცხვირის ოპერაციასაც გავუკეთებ ლორთქიფანიძეს, გამოუშვით ეს ბავშვები!” – ასეთ განცხადებას აკეთებს ფეისბუქზე პოპულარული თოქ-შოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეზე მიყენებული ზარალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.

ქუთაისში, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ბიჭების სასამართლო პროცესზე ექსპერტი დაიკითხა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის მიყენებული მატერიალურმა ზარალმა სულ 70 ლარი შეადგინა. სასაქონლო ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ დეპუტატის პიჯაკის დაზიანება 20 ლარით შეფასდა, ხოლო სათვალის – 50 ლარით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულების მშობლები, რომლებიც დაკავების დღიდანვე ხმაურით გამოირჩეოდნენ, სასურველი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ხმაურიანი აქციებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, “თავისუფალი ზონის” წევრები: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ქუთაისში, 2 ოქტომბერს პარლამენტთან  “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართული  აქციის დროს ჩადენილი ქმედებისათვის დაააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ლორთქიფანიძეს აქციაზე ტანსაცმელი და სათვალე დაუზიანდა.

 

იტვირთბა....