aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბუაძე: ვერ ვხედავ 15 მაისის აქციის საჭიროებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლელო საქართველოსთვის წევრი საბა ბუაძე 15 მაისს ოპოზიციის მიერ აქციის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც ბუაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ბრძოლის ველი ახლა პარლამენტშია.

“პარლამენტი არის ახლა ჩვენთვის ახალი ბრძოლის ველი. თუ ძველ ბრძოლის ველზე საჭირო იქნება სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, მწვავე პროტესტის გამოყენება, თქვენ იცით, რომ ჩვენ მწვავე პროტესტის არ გვეშინია, პირიქით, მწვავე პროტესტს ვუყურებთ, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს. მოცემულ სიტუაციაში, ვერ ვხედავ 15 მაისის აქციის საჭიროებას. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი ძალისხმევა სხვაგან უნდა იყოს მიმართული. თუ საჭირო გახდება, ქუჩაშიც დავდგებით და მწვავე პროტესტსაც გავაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით”, – აცხადებს ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას 15 მაისს მასშტაბური აქციის გამართვა აქვს დაანონსებული.

იტვირთბა....