ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში ადგილობრივები სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ითხოვენ 

სტალინის პორტრეტი, პირბადე საბჭოთა სიმბოლიკით და მაისური წარწერით, სსრკ – გორში, ადგილობრივები საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით გამოჩნდნენ. ისინი სტალინის მუზეუმის ეზოში, მომორიალურ სახლთან შეიკრიბნენ. მათ ერთმანეთს მიულოცეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ადგილზე იყო ე.წ. უკვდავი პოლკიც.

ისინი სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ითხოვენ.

“ყველას აქვს თავისი დანიშნულება, ფუნქცია. ამ ადამიანებმა შეკრიბეს თავისი მოაზროვნეები და მთავარია, რა მიზანი აქვთ მათ. მიზანი ჩემთვის ერთადერთია, რომ სტალინის ფენომენის გამომზეურება”, – თქვა გია სულაქველიძემ რუსთავი 2-თან.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

იტვირთბა....