ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

9-10 მაისს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....