[su_quote]რაც შეეხება ვეტოს დადება, ვეტო არა, მაგრამ ისე “დაგვადო” პრეზიდენტმა. სასწაულებს არ ველი პოლიტიკაში. წვალობდა, მაგრამ დღეს ისეთი შტურმი გაუკეთეს, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია[/su_quote]
ეს განცხადება პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.