საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი.
პრეზიდენტის განცხადებით, დაჩქარებული წესით პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისთვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას.
თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.
“ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული”,- აღნიშნა პრეზიდენტმა
შესაბამისად, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერა. პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს როგორც პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებას.