ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ლევან ვასაძის ახალი პარტია იქნება ბნელი ძალა და ივანიშვილის დასაყრდენი, როგორც აქამდე იყო.
“კარგად მახსოვს მაგათი ჩატარებული კონტრაქციები 20 ივნისის მერე, როცა იმ ადამიანებს უტევდნენ, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას. არანაირი ოპოზიცური ძალა ეგ არ იქნება. ივანიშვილის სხვადსხვა კალათში დებს თავის კვერცხებს, ისე ეშინია ამ არჩევნებზე წაგების”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
6 მაისს რაინდმა ლევან ვასაძემ ახალი პარტია ერის შექმნა დაანონსა, რომელის პირველი ამოცანაც ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება იქნება.