წარმოგიდგენთ ტკბილეულის რამდენიმე მარტივ რეცეპტს, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ და მთავარ ინგრედიენტად მხოლოდ „ნუტელა“გჭირდებათ.
ნახევარი ჭიქა ნუტელა და 4 კერცხი ერთად ათქვიფეთ, შემდეგ კი მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი. ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიეცით ბლინების (ან თქვენთვის სასურველი) ფორმა და 350 გრადუსზე 35 – 40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. გამოცხობის შემდეგ ათი წუთის განმავლობაში გააცივეთ და შემდეგ ზემოდან ნახევარი ჭიქა ნუტელა მოასხით. მოაყარეთ თხილეული გემოვნებით.