ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება. მისივე თქმით, კარგია, რომ კორონავირუსი მცირეწლოვნებს ნაკლებად ერჩოდა, თუმცა ამბობს, რომ ბავშვები აქტიური გამავრცელებლები არიან. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს გაკეთებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. ჩემი ინფორმაციით, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით, ბავშვებში გამოყენებაზე დასტური გაცემული არ ჰქონდა. კანადას რასაც მეუბნებით შეიძლება არის მესამე ფაზის კვლევა და ეს არ არის ვთქვათ უკვე დანერგვა ვაქცინის. თუმცა, გიდასტურებთ იმას, რომ, თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კანადამ 12-15 წლამდე ბავშევბისთვის Pfizer/BionNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრა ოფიციალურად დაამტკიცა.

იტვირთბა....