aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1 500-ია, ძალიან დამაფიქრებელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დამაფიქრებელია.

როგორც იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაღალ მაჩვენებელს საზოგადოება რეკომენდაციების დაცვითა და ვაქცინაციით უნდა ებრძოლოს.

“ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1 500-ია, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი. დღეს თავის დაცვის გზა არის პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისგან თავის არიდება და ვაქცინაცია. საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები აქტიურად იცრებიან. მთავარი ამ ეტაპზე არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, განსაკუთრებით რისკის მქონენი, რათა ჩვენ სიცოცხლეები გადავარჩინოთ”, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....