ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმნაძე: ინდური შტამი საქართველოში არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ იმნაძემ რუსთავი 2-თან განაცხადა.

“ჯერჯერობით, ინდური შტამი არ დაიფიქსირებულა ჩვენს ქვეყანაში. დადასტურებული შემთხვევა რომ ყოფილიყო, ნამდვილად მეცოდინებოდა”, – აღნიშნა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების წევრმა, ლადო კახაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინდური შტამი დაფიქსირდა.

იტვირთბა....