aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელაშვილი გარეჯის ინციდენტზე: ხალხი შეცდომაშია შეყვანილი – ხელისუფლებას ვადანაშაულებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ, ხელისუფლების მიერ შეცდომაში არიან შეყვანილი.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, გინდა სასულიერო პირები და გინდა სოფლის მოსახლეობა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი უბრალო ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა, სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა. შეცდომაში შეყვანილი არიან ხელისუფლების მიერ, პროვოკატორების მიერ – არ ვასახელებ სახელებს შეგნებულად, ზოგადად ვასახელებ, ხელისუფლებას ვადანაშაულებ, რა თქმა უნდა, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. შეცდომაში შეყვანილი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ თქვენ, სულ ალალ-მართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს. მათ ჰგონიათ, რომ ვიღაცამ აჩვენა დამონტაჟებული კადრები თუ რაღაც არ ვიცი, თითქოს მელაშვილმა თქვა,რომ დავითგარეჯი საქართველო არაა. დავითგარეჯი რომ საქართველოა – ეს ორჯერ ორი ოთხია. რათ უნდა ამას ბევრი მტკიცება”, – უთხრა მთავარ არხს ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯაში ჩასულ ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ.

 

იტვირთბა....