ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაკა ბულეიშვილი: ეკლესიებში შეინიშნებოდა დისტანციის არდაცვა და ნიღბის არასწორი მოხმარება

თერაპევტი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში კოვიდრეგულაციები მეტ-ნაკლებად დაცული იყო.

როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას ბულეიშვილმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც სოციალური დისტანცია დაცული არ იყო.

მისივე თქმით, ასევე დარღვეული იყო ნიღბის სწორად ტარების წესიც.

“არაერთ ეკლესიაში ვიყავი, მაინტერესებდა და გავიარე. როგორც თითოეულ ჩვენგანს, მეც უზომოდ მიყვარს ეს დღესასწაული. არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ საეკლესიო მიდამოში, ყველგან ყველაფერი იყო გაკეთებული რეკომენდაციების დაცვით. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის არგამწვავების თვალსაზრისით, ყველაფერი მათ ყველაფერი ჰქონდათ მობილიზებული, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის არდაცვა, რაც შემაშფოთებელი იყო ჩემთვის. ნიღბით იყო ყველა, თუმცა, ფიქსირდებოდა ნიღბის არასწორი მოხმარებაც. დღესასწაულების შემდეგ, დაახლოებით, 10-14 დღის შემდეგ, შეიძლება დაინფიცირებულთა რიცხვის მატება აღინიშნოს. ეს მოსალოდნელია. მე მაქვს, მოლოდინი, რომ მოიმატებს ინფიცირებულთა ოდენობა”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

საქართველოში,  ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების  509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....