არ არსებობს სხვა გზა გამარჯვების გარდა… ყველამ გააცნობიერა, რომ უკან დასახევი აღარ არსებობს – ეს ყველაფერი მოხერხდება ქუჩით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ყველამ გააცნობიერა, რომ მილიმეტრი უკან დასახევი შესაძლებლობაც კი არ არსებობს, გარდა ამ ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორებისა. ეს ყველაფერი უნდა მოხერხდეს და მოხერხდება ქუჩით. კარგია ის, რომ როგორც იქნა შედგა შეთანხმება – ყველა განსხვავებული ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური პარტია მიზნის გარშემო ვერთიანდებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანამხადაც “ქართული ოცნება” ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებებს წყვეტს, საზოგადოების ნაწილის დიდი პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები პროტესტის მიზნით აქციებს “ოცნების” ოფისთან და პარლამენტის შენობის წინ მართავენ.