ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლების განხორციელებაში არ ჩაერიოს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ამ მომენტამდე აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების დიდი კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად“, – აცხადებს იოსელიანი.

იტვირთბა....