ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მცხოვრების, თამარ ლაშაურის ინფორმაციით, ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ლაშაურმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ქართველების მდგომარეობა “სანერვიულო” არ არის.
“მე არ ვიცნობ საქართველოს იმ ორ მოქალაქეს, რომელიც ინდოეთშია და რომელიც ინფიცირებულია. როგორც ვიცი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. არ ვიცი, კლინიკაში არიან თუ არა, მაგრამ სანერვიულო არაფერია”, – განაცხადა ნიუ-დელიში მცხოვრებმა.
რაც შეეხება ინდოეთში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თამარ ლაშაურის თქმით, ვისთანაც კონტაქტი აქვს, ყველას მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში მძიმე კოვიდ-ვითარებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე ინდური შტამით არის ინფიცირებული.