[su_quote] რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში. რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის. მეორეს მხრივ, ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა, როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ასევე სამხრეთ ოსეთისა, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმიანობაში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია ამ რეგიონში სათავისოდ გამოიყენა, ჩადგა იქ ფეხი და დგას. როგორც ვიცი, ჰყავს კიდევაც საკუთარი ეპისკოპოსი და შექმნილი ვითარებით სარგებლობს [/su_quote]
ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, კონტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა ფორმულას ეთერში განაცხადა.