ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი: გაკეთებული მაქვს ორივე აცრა, ვაქცინა აუცილებელია

“აცრა აუცილებელია, ის არა მხოლოდ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ, თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც. ეს სოლიდარობის და მხარდაჭერის საკითხია”, –  ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, კონტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

როგორც მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, ვაქცინა აუცილებელია და სწორედ ამიტომაც აიცრა თავად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

“გაკეთებული მაქვს ორივე აცრა. ეს იმას ნიშნავს, რომ მწამს აუცილებლობა მეცნიერებისა. მწამს იმის, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა მივიღოთ მეცნიერების მიერ შემოღებული მსახურება, რომელიც არის ღვთის საჩუქარი. ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ პატივი მივაგოთ ექიმებს, რადგან ისინი ღვთისთანამოღვაწენი არიან. რომ მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია”, – თქვა მან.

ცნობისათვის, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ იანვრის თვეში აიცრა და მორწმუნეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....