საზოგადოება

5 ცნობილი ისტორია იდუმალებით მოცულ ადამიანებზე

ისტორია სავსეა იდუმალებით მოცული ადამიანებით. ბევრი მათგანი დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ ხუთ ადამიანს, რომელთა ისტორია და ვინაობაც დღემდე ბურუსითაა მოცული.

1, ბატონი ჩოუჩანი

ბატონი ჩოუჩანი 1968 წელს გარდაიცვალა.  ეს სახელი ეკუთვნის მისტიკურ, იდუმალებით მოცულ და უცნობ ებრაელ მასწავლებელს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში  ასწავლიდა ძალიან ბევრ მაღალი მოსწრების და ქულების მქონე სტუდენტს.  ძალიან ცოტაა ცნობილი ჩოუჩანის შესახებ, მათ შორის უცნობია მისი ნამდვილი სახელი და გვარი. მისი მთლიანი ცხოვრება საიდუმლოებებით მოცულია. მის საფლავის ქვაზე, ურუგვაიში, სადაც დაიღუპა, იკითხება: „ბრძენი რაბი ჩოუჩანი, წმინდა გონებით. მისი დაბადება და ცხოვრება გამოუცნობია“.

მან დიდი ინტელექტუალური რესურსი დაუტოვა თავის სტუდენტებს. როგორც მისი სტუდენტები იხსენებენ, ის იცვამდა როგორც მაწანწალა, მაგრამ მისი ცოდნა იყო განუსაზღვრელად დიდი, მათ შორის შედიოდა მეცნიერება, მათემატიკა, ფილოსოფია და თალმუდი (იუდაიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულება).  მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი სტუდენტების გადმოცემით მოდის.

2, ედგარ ალან პოს თაყვანისმცემელი

გადმოცემის თანახმად, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება და რეალობაა, ედგარ ალან პოს საფლავზე, მის დაბადების დღეს, უცნობ, შავ სილუეტს სამი ვარდი და ნახევარი ბოთლი კონიაკი მიაქვს. ეს ინფორმაცია ვიკიპედიაშიც კი არის მოცემული. სილუეტს აცვია გრძელი მოსაცმელი და ახურავს შლაპა, მისი სახე არავის უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის მოწმე ბევრი ჟურნალისტი გამხდარა. ტრადიციის პატივსაცემად არავინ ცდილობს გამოელაპარაკოს ამ უცნობს.

3, ქალბატონი ბებია

bebo-1

კენედის მკვლელობის დოკუმენტური ფილმის დამონტაჟებისა და ყურების შემდეგ, კადრებში აღმოაჩინეს იდუმალებით მოცული ქალი, რომელიც იქ იმ დროს არ უნდა ყოფილიყო და არც არავინ იცის მისი ვინაობა. მას ეცვა ყავისფერი პალტო და თავზე თავშალი ჰქონდა შემოხვეული. სახელიც ამ თავსაფრის გამო შეარქვეს, რადგან ამგვარ სტილს რუსი ბებიები იყენებენ. ეს ქალი გამოჩნდა როგორც ბევრ კადრში, ასევე ბევრ ფოტოში. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, ფილმის გადაღების გაგრძელებისას, ის კვლავ დააფიქსირეს ოპერატორებმა, ბოლოს პოლიციამაც დაინახა, თუმცა მისი დაჭერა ვერ მოხერხდა. ის უბრალოდ გაქრა. დღემდე არ არსებობს დადასტურებული ვერსია, თუ ვინ იყო ის ბებია.

4, ფულსანელი

hendaye04

მისი დაბადების თარიღი გაურკვეველია, მითითებულია 1839, ხოლო გარდაცვალების თარიღად -1953 წელი. დიდი იდუმალებითაა მოცული მისი ცხოვრება და საქმიანობა, და სწორედ ამიტომ გახდა ბრენდი – კულტურლური  ფენომენი.

ის დაკავშირებულია ბირთვული იარაღის, ატომური ბომბის შექმნის ცოდნასთან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ის შეხვდა ფრანგ კოლეგას, რომელსაც ბევრი ინფორმაცია მიაწოდა ბირთვული იარაღის შესახებ, მათ შორის უთხრა, რომ მას მომავალში ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ბოლო ინფორმაცია მასზე არის ის, რომ სტუდნეტმა ნახა ესპანეთში წასვლამდე. სტუდენტი მას აღწერს, როგორც ადამიანს, რომელიც 80 წლის იყო, თუმცა ესპანეთში იმ პერიოდში არსებული ისტორია ჩასულ ადამიანზე, ფულსანელზე, აღწერს ადამიანს, რომელიც 50 წლის იყო. მის შესახებ არაფერი არ არის ცნობილი.

5, ვულპიტის მწვანე ბავშვები

ჩანაწერები მე-12 საუკუნის ბრიტანეთზე, სადაც დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მოსახლეობამ მწვანე ფერის, უცხო ენაზე მოსაუბრე ბავშვები ნახა, იმდენად ბევრია, რომ მეცნიერები სერიოზულ დონეზე ცდილობენ გაარკვიონ რას უკავშირდება ეს.  ჩანაწერების მიხედვით მწვანე ბავშვებმა თანდათან ენა ისწავლეს და მოსახლეობას აუხსნეს, რომ სხვა პლანეტიდან იყვნენ. მათ შესახებ მეტი ინფორმაცია აღარ არსებობს.

იტვირთბა....