ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღოღობერიძე: Pfizer-მა, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები შექმნას – ადამიანს მკურნალობა სახლის პირობებში შეეძლება

ექიმ გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, ფაიზერმა, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოება დაიწყოს.

როგორც ღოღობერიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ადამიანებს აბებით მკურნალობა სახლის პირობებში შეეძლებათ.

“ფაიზერის ხელმძღვანელმა თქვა, რომ წლის ბოლოს, შესაძლოა, ფაიზერმა ნამდვილად შექმნას აბები… ასეთი აბები ჩვენ გვაქვს c-ჰეპატიტის და აივინფექციის საწინააღმდეგოდ. ამ მედიკამენტის მოქმედების მთელი არსი იქნება იმაში, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს შეეძლება სახლის პირობებში ამ აბებით მკურნალობა, იმ კონკრეტულ მომენტში. კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად და არა რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად. ვაქცინისგან განსხვავებით,  ეფექტურობა იქნება ის, რომ ეს აბები იმოქმედებს მყისიერად”, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, რამდენად მოხერხდება მედიკამენტის შექმნა, საკამათო საკითხია.

ფაიზერმა მოახერხა, რომ მცირე დროში შეექმნა ვაქცინა და თუ მარეგულირებლები მას ხელს შეუწყობენ, შეიძლება, მედიკამენტი წლის ბოლოსთვის მართლაც მზად იყოს”, – აღნიშნა ღოღობერიძემ.

 

იტვირთბა....