ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: ვერ წარმოიდგენთ, რა ცოდვა ტრიალებს ლაგოდეხში – განადგურებულია ხალხი

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ლაგოდეხში სეტყვით დაზარალებულ მცხოვრებლებს შეხვდა.

ხოშტარიას თქმით, მოსახლეობას სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე ადგილობრივი ხელისუფლება უარს ეუბნება.

“ლაგოდეხში დასეტყვილ და გამადგურებულ ხალხს ადგილობრივი თვითმმართველობა ეუბნება, ვერაფერსაც ვერ ვიზამთ, დაზღვევა მხოლოდ 2 მაისის მერე მოსულ სეტყვას აანაზღაურებსო.

ეს არის დისფუნქციური სახელმწიფო, არა პრობლემის მოგვარებაზე, არამედ საკუთარი თავის გამოძვრენაზე ორიენტირებული. ვერ წარმოიდგენთ, რა ცოდვა ტრიალებს აქ, განადგურებულია ხალხი”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სტიქიამ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული კულტურები და ვენახი გაანადგურა.

იტვირთბა....