პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ოპოზიციის მიერ დაინფიცირებული კანონპროექტით, შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერასდროს გამოვიდეს.
ღუდუშაურის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კი, პროცედურების დაჩქარების საშუალებას იძლევა.
“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მიერ დაინცირებული კანონპროექტით ვიხელმძღვანელებთ, ბ-ნი მელია, შესაძლოა, ვერასდროს ვერ გამოვიდეს საპყრობილედან. ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ, ბუნებრივია, პროცედურულად დაჩქარებული გზით ვივლით. ამაში უნდა შემოგვიერთდეს ოპოზიცია და კარგი იქნება, რასაკვირველია. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ვფიქრობ, რომ მივიღებთ კანონპროექტს”, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი საკანონდებლო ორგანოში პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ დაარეგისტრირა.