ქართველმა ემიგრანტმა, ვალერი სახიაშვილმა ცნობილი მზარეულის, მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებულ პიცების კონკურსში Capitale Trophy of Rome იტალიელები დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ოსტატი მასიმო დელ მესტრის მიერ ორგანიზებული პიცის ეროვნული ჩემპიონატში, სახელწოდებით Pizza Capitale Trophy, უამრავი და ნიჭიერი პიცას მზარეული მონაწილეობდა მთელი იტალიიდან. მონაწილეებს 13 კაცისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.
ვალერი სახიაშვილის განსხვავებულმა პიცამ, რომელიც არტიშოკის ნაღებით, სტრაჩიატელათი, კრევეტებით ბეკონის ქერქში და სხვა ეგზოტიკური ინგრედიენტით მზადდებოდა პირველი ადგილი დაიკავა.