ქართულ საინფორმაციო საშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქართული ფესვები აქვს. ქართული მედია ერდოღანის „ამ განცხადებას“ აქტიურად ავრცელებდა.
„მეტრონომმა“ გადაამოწმა აღნიშნული განცხადება. აღმოჩნდა, რომ ერდოღანმა საკუთარ წარმომავლობაზე NTV-ის ეთერში მართლაც ისაუბრა, თუმცა სხვა ინტერპრეტაციით. საქმე ეხებოდა, ოპოზიციის მცდელობას თურქეთის პრეზიდენტის არათურქული წარმომავლობა დაემტკიცებინა.
„ისინი /ოპოზიცია/ ამბობენ, რომ ქართველი ვარ. მაპატიეთ, მაგრამ ისინი უფრო ცუდ (uglier) რამესაც მაბრალებენ, ასევე ამბობენ, რომ სომეხი ვარ. როგორც ჩემი წინაპრები მეუბნებოდნენ თურქი ვარ“. – ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა ერდოღანმა.