ახალი ამბები მთავარი ციტატა

ტიკარაძე: ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების მიმართ გაჩენილი სტიგმა უნდა დაინგრეს

სახელმწიფო კლინიკებთან მიმართებით არაერთხელ გაჟღერდა ე.წ. ექსპერტების პოპულისტური განცხადებები, რომელთა ერთადერთი მიზანი ბიზნესინტერესების ლობირებაა და არა საჭიროებაზე ორიენტირება. თუ გადავხედავთ განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს, დავინახავთ, რომ სექტორში ყველა მათგანი არის წარმოდგენილი კლინიკური კომპონენტით. ამ ქვეყნებში არც კონკურენციის და არც რეგულაციის მიმართ კერძო სექტორს მტრული დამოკიდებულება არ გააჩნია, რადგან მათ გააზრებული აქვთ, რომ თანამედროვე სამყაროში რეგულირება ემყარება სტაბილური და მდგრადი ბიზნესის გარემოს ფორმირებას. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალობას ამოფარებული ლობირება უნდა დასრულდეს და სახელმწიფო კლინიკების მიმართ გაჩენილი სტიგმა უნდა დაინგრეს

 

ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იტვირთბა....