ახალი ამბები მთავარი

ავიაკომპანია SkyUp Airlines საქართველოსა და უკრაინას შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

ავიაკომპანია SkyUp Airlines საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს და სიხშირეებს ზრდის. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines -ი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებებით რეგულარულ რეისებს ხარკოვიდან, ოდესიდან, ლვოვიდან და ზაპოროჟიედან შეასრულებს.

ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი, 29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;

• ხარკოვი – ბათუმი – ხარკოვი, 28 აპრილიდან 2 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას;

• ლვოვი – თბილისი – ლვოვი, 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე ყოველ შაბათს, 2 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი, ყოველ ოთხშაბათს;

• ლვოვი – ბათუმი – ლვოვი, 29 აპრილიდან 27 მაისამდე, ყოველ ხუთშაბათს, 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;

• ოდესა – თბილისი – ოდესა, 30 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;

• ოდესა – ბათუმი – ოდესა, 2 მაისიდან 23 მაისამდე ყოველ კვირას, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;

• ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე, 28 მაისიდან 3 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.

იტვირთბა....