ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.
მოსახლეობის 29% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29%-ტერიტორიულ მთლიანობას, 28%-პენსიებს, 26%- ფასების ზრდას, 20%-ხელმუსაწვდომ სამედიცინო მომსახურეობას, 17%-ხელფასს, ხოლო 13%-ადამინის უფლებების დაცვას მიიჩნევს.
ამასთან, დასაქმებულად თავს 32%, დაუსაქმებლად კი – 68% მიიჩნევს.
რაც შეეხება ოჯახის ფულად შემოსავალს, გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ მათი ოჯახის შემოსავალი თვეში 261-დან 400 ლარამდეა, 22%-ის შემთხვევაში კი – 401-დან 800 ლარამდე.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. იგი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.