ახალი ამბები მთავარი

CRRC: მოსახლეობის 79 % თვლის, რომ მართლმადიდებლობა ქართველობის იდენტობის საფუძველია

CRRC საქართველო ახალი კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად მოსახლეობის დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ არის განხილული.

კვლევაში მონაწილეთა 88 % თვლის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია მისი ოჯახისათვის.

მონაწილეთა 80 % კი თვლის, რომ მართლმადიდებლობა საზოგადოებაში მორალურ ღირებულებებს ამაღლებს და იცავს.

კვლევაში მონაწილე პირთა მხოლოდ 35 % თვლის, რომ მართლმადიდებლობა რუსეთთან გვაახლოებს. 33 % ამის საწინააღმდეგო აზრზეა.

იტვირთბა....