ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგებმა რიხტერის შკალით 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება.
მიწისძვრა გამთენიისას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასამის შტატში დაფიქსირდა.
დაზიანებულია შენობა-ნაგებობები. მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კიდევ 6 ბიძგი დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3 – 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა.

