aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა სირია დაბომბა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთმა სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რუსეთმა ტრადიციულად ჩრდილო-დასავლეთ სირიის ის ნაწილი დაბომბა, სადაც ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგები ცხოვრობენ.

ადგილობრივების თქმით, ექვსი ბომბი  სავაჭრო ცენტრს, მუნიციპალურ შენობასა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

ბევრი მოქალაქე კვლავაც ნანგრევებშია მოყოლილი. შემთხვევის შედეგად 150 დაშავდა, დაშავებულთა ნაწილი, თურქეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ქალაქი იდლიბი, რომელიც რუსეთმა დაბომბა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარეობს და  ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეების ცენტრად ითვლება.

იტვირთბა....