თბილისში და მცხეთაში Sinopharm-ით ვაქცინაციის ადგილები სრულად შეივსო. დღეს 20:00 საათზე ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო.
ძალიან მალე სრულად დაიჯავშნა ვაქცინაციის ადგილები მცხეთაშიც.
ვებგვერდ Booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ამ ეტაპზე მხოლოდ რეგიონებში რეგისტრაციაა შესაძლებელი, დედაქალაქში კი ყველა ვიზიტი დაჯავშნილია.

