ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი ამბობენ რომეს არ იქნება გათვალისწინებული.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნებება ამბობს, რომ კანონპროექტი შეეხოს მთლიანად მოვლენას.
“თუ ქართული ოცნება ამბობს, რომ დაზარალებულის თანხმობა არ უნდა მოვითხოვოთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს თანხმობა არის აუცილებელი. იქნება 3 საკომიტეტო მოსმენა, 3 მოსმენა პარლამენტში და ამის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება, საბოლოოდ, რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი.მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნება დაეთანხმა საზოგაოდების მოთხოვნას, რომ ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება გამოყენებული ვერცერთ შემთხვევაში ამნისტია.
ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული მოთხოვნები უნდა იყოს ჩამოწერილი და ქართული ოცნება ამბობს, რომ მთლიანად მოვლენას უნდა შეეხოს და გამონაკლის, კონვენციურ მუხლები, ძალადობის მუხლებზე არ უნდა გავრცელდეს. მთავარი ის არის, რომ ორივე ტიპის კანონპროექტით განთავისუფლდება ნიკა მელია. არ გავრცელდება არც ერთი და არც მეორე კანონპრეოქტი თვალის დათხრაზე, დავალების გამცემებზე და კონვენციურ დანაშაულზე. სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით დაზარალებულის თანხმობაზე”, – ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ რომ ოპოზიციონერები რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, 20 ივნისის სრული ამნისტიის წინააღმდეგი არიან და დღეს სწორედ ამ საქმეზე მიდიოდა მსჯელობა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

