ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილმა მანანა კობახიძეს ურჩია…

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, შეწყალების კორუფციული სკანდალის შემდეგმას ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან და მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.

ამის შესახებ კობახიძემ  „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის თქმით, მას ივანიშვილმა ურჩია, რომ ამ სიბინძურეზე დრო არ დახარჯოს.

„ბატონ  ბიძინასთან და პრემიერ-მინისტრთანაც რა თქმა უნდა ვისაუბრე. მათ საკუთარ თავზეც აქვთ გამოცდილი  მთელი ეს სიბინძურე რაც ახლა ჩემს წინააღმეგ ხდება…მითხრა (იგულისხმება ივანიშვილი რედ.) სხვას რას უნდა ელოდო იმ ჯგუფისგან, ვინც ამ კამპანიას ააგორებსო. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია და მირჩია, ამდენი დრო არც ვხარჯო ამ სიბინძურეზე პასუხის გასაცემად“ – განაცხადა კობახიძემ.

 

იტვირთბა....