ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე, ამნისტიის აქტსა და გირაოსთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას პოზიციას იზიარებს.
როგორც დეკანოიძემ მთავარ არხს უთხრა, მელიას სწორი პოზიცია აქვს.
“ნამდვილად ვიზიარებ ნიკა მელიას პოზიციას, ძალიან სწორი პოზიციაა იმ პოლიტიკოსის, რომელიც რეალურად ხედავს, რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს ოპოზიციაში რყევებმა. ნამდვილად დროულია და იმ ჩარჩოს და კალიბრისაა, რომელიც აუცილებელია”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.